16 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
საგაზაფხულო შეტევა პრეზიდენტზე - რომან გოცირიძე პრეზიდენტსა და მმართველი გუნდის მორიგ დაპირისპირებაზე საუბრობს

„უმრავლესობას, როგორც წესი, აქვს სეზონური შეტევა პრეზიდენტზე და როგორც ჩანს, ახლა საგაზაფხულო შეტევა არის ეს და არ არღვევენ წესს, ორ-სამ თვეში ერთხელ, რაღაც უნდა გამოიგონონ საბაბი,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მორიგ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდის ნაწილი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან პრეზიდენტს ამ დრომდე პარლამენტში მოხსენების დრო არ გადაუწყვეტია.

რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში არმისვლა საპარლამენტო უმრავლესობას არ უნდა გაუკვირდეს, რადგან არც მინისტრები მიდიან პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნაზე.

„ისე, როდესაც პარლამენტში არ მოდის მინისტრი და გამოვიძახეთ 19-ჯერ და არავინ არ მოსულა. არათუ მინისტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიც კი არ გამოცხადდნენ ჩვენ მიერ დაბარებაზე. რა გასაკვირია და რა უკვირთ, რომ პრეზიდენტი თუ არ მოვიდა, ვინ მისცა ასეთი მაგალითი. სწორედ პარლამენტმა სწავლა ყველას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი იგნორირება და როგორ შეიძლება არ სცე პატივი პარლამენტს და კანონებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები