19 აპრილი 2024,   21:59
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა ელის პრეზიდენტს - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველო" და საპარლამენტო უმცირესობა ელის პრეზიდენტს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ პარლამენტში დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან ამ დრომდე პრეზიდენტს მოხსენებით წარდგენის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში იმ გამოწვევებზე უნდა ისაუბროს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

„ევროპული საქართველო და საპარლამენტო უმცირესობა ელის პრეზიდენტს, ვინაიდან ის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც უნდა რეაგირებდეს იმ უმძიმეს პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში. დაწყებული იქიდან, რომ კონსტიტუცია არის შეცვლილი, გაუქმებულია პირდაპირი არჩევნები, გვაქვს მახინჯი საარჩევნო სისტემა, მიმდინარეობს და გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა და საერთაშორისო კუთხით არის ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებული სასამართლოს დამოუკიდებლობასთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები