25 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა

ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა  და სამომავლო გეგმებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ ნატოს სამომავლო გეგმებზე. 15 აპრილიდან კი საქართველოს ნატოს დღეები იწყება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში  ღონისძიებებია დაგეგმილი.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა შევხვედროდი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე. შეხვედრაზე ბევრი და საინტერესო კითხვა დაისვა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის გასაცემად. მნიშვნელოვანია, რომ მათ ინფორმაცია ჰქონდეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე და მომავალ პერსპექტივაზე. რამდენიმე კვირაში ნატოს დღეებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, არა მხოლოდ თბილისში არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მიზანია, რომ შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ და განსხვავებულ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები,”-განაცხადა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულისიმ.
 

დღის ამბები