20 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
სამუშაოები 70 მეტის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე-რკინიგზის დეპარტამენტს მუშების უსაფრთხოებაზე პასუხის გაცემა მოუწევს

რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და "კურიერს" გადასცეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. დემონტაჟი რამდენიმე დღეა, დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს.  რკინიგზასა და ჯანდაცვის სამინისტროში ახლა დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე.

შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები და სიცოცხლე უნდა დაიცვას, 2 კვირის წინ დაამტკიცა პარლამენტმა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით დოკუმენტი სრულად ვერ ასახავს საჭიროებებს და ის ისევ დასახვეწია. განსაკუთრებით კი ინსპექტირების კუთხით. არსებული ბარიერები კი მის ეფექტურობას ამცირებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები