19 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
"ტუჩებგაბანტულები" - ზაზა პაპუაშვილი კოლეგებზე რუსეთის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის გამო გაბრაზდა

რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თანამშრომლობა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ევროპულ საქართველოსთან ერთად, საერთო რეზოლუციის მიღებამ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი გაანაწყენა. მათ შორის ყველაზე აგრესიული და კრიტიკული მსახიობი ზაზა პაპუაშვილია. პაპუაშვილს "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობა არ მოეწონა. ის პოლიტიკოსებს, კოლეგებს "ტუჩებგაბანტულებს" უწოდებს. პაპუაშვილის პოზიციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე გავლენიანი წევრი იზიარებს.

უმრავლესობის ლიდერები და თვითონ პაპუაშვილიც, გუნდში აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებენ, მაგრამ გამორიცხავენ „ქართული ოცნების“ ორ ბანაკად გაყოფას.

პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია, რომელსაც მხარი უმრავლესობასთან ერთად, უმცირესობამაც დაუჭირა, გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტის მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. 

დღის ამბები