24 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
„როცა ბალანსი დაცულია“ - სემეკმა ახალი სტრატეგია წარადგინა

„როცა ბალანსი დაცულია“ - ასე ჰქვია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალ სლოგანს.

დღეს სემეკმა მოწვეულ სტუმრებს ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგიაც წარუდგინა.

ახალი სტრატეგიის მიზანია მოქალაქეთა უფრო მეტი ინფორმირებულობა კომისიის საქმიანობის, უწყებაში არსებული სიახლეებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.

„ძირითადი მიმართულებები ახალ საკომუნიკაციო სტრატეგიაში იქნება კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასთან, აქცენტს გავაკეთებთ არაქართულენოვანი მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირებაზე, მათი უფლებების თაობაზე,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

დღის ამბები