18 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტი დაასრულა

ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-პრეზიდენტს და სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და ტურისტულ თანამშრომლობაზე.

"ვმონაწილეობდით პლენარული სხდომის მუშაობაში, ასევე გავმართეთ ათზე მეტი ორმხრივი შეხვედრა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით ორმხრივ თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთანაც შედგა შეხვედრები და რომლებთანაც გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით," -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები