25 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ჩინური კოსმოსური სადგურის ალმოდებული ნაწილი შესაძლოა, საქართველოში ჩამოვარდეს

მწყობრიდან გამოსული ჩინური კოსმოსური სადგურის ალმოდებული ფრაგმენტები შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. საუბარია ხომალდზე "ტიანგონგ -1", რომელიც უახლოეს დღეებში ატმოსფეროში შემოვა. მის ტრაექტორიას ასტრონომები მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან. დიდი ალბათობით სადგური ატმოსფეროში შემოსვლისას მთლიანად დაიწვება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ მისი ფრაგმენტები დედამიწაზე 30 მარტიდან 2 აპრილის შუალედში ჩამოვარდეს. ზუსტი ადგილის განსაზღვრას მონაცემების უკმარისობის გამო ევროპელი ექსპერტები ვერ ახერხებენ, თუმცა მაღალი რისკის ზონებს ასახელებენ. მათ შორისაა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტერიტორია, ევროპის სამხრეთი ნაწილი, აფრიკის ტერიტორია და კავკასიის რეგიონი. სპეციალიატების ვარაუდით საფრთხე შესაძლოა სოჭს და ფლორენციას დაემუქროს.

დღის ამბები