25 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ინაშვილი ოცნებას გაურიგდა

6-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართულმა ოცნებამ" "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე დეპუტატის დახმარებით თანამდებობიდან გადააყენა. საკუთარი თანაგუნდელის გადადგომას ხმა დავით თარხანმოურავის პარტიის 6-მა წევრმა მისცა, მათი დახმარებით უმცირესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ რამდენიმე საათით უმრავლესობაში მოვიდა. ზაზა ჩაჩანიძის წინააღმდეგ შექმნილ ერთ დღიან ალიანსს დღეს საკრებულოს წევრმა სამარცხვინო გაერთანება უწოდეს.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე. ზაზა ჩაჩანიძემ დღეს ოპოზიციური ერთობის დანგრევაში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხანმოურავი დაადანაშაულა. ჩაჩანიძე ფიქრობს, რომ პატრიოტები ოცნებას გაურიგდნენ.

დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ ესწრებოდნენ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის," "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები. ოპოზციის წევრები ზაზა ჩაჩანიძის მსგავსად ფიქრობენ რომ "პატრიოტთა ალიანსი" ოცნებას გაურიგდა. 

დღის ამბები