24 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
ცვლილებები კანონში - სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი გახდება

სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი გახდება. შესაძლოა მალე, სექსუალური შევიწროების გამო, კონკრეტული პირები თანამდებობის გარეშე დარჩნენ. სასჯელი ასეთი ქმედებისათვის ახლა არ არსებობს, თუმცა ახალ საკანონმდებლო პაკეტში გაიწერება.

როგორ უნდა დაისაჯოს პირი სექსუალური შევიწროებისთვის, ეს არასამთავრობოებისა და დეპუტატების ერთობლივი მუშაობის შემდეგ გადაწყდება. გენდერული საბჭოს დახურულ სხდომაზე დღეს მხოლოდ მთავარ პრინციპებზე იმსჯელეს. ცვლილებები სამ კანონში შევა, მათ შორის დისკრიმინაციის შესახებ, შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსებში.

სექსუალური შევიწროების შესახებ სანქციების საჭიროება დღის წესრიგში ბოლო დროინდელი სკანდალური ფაქტების შემდეგ დადგა. როდესაც უფლებათა დამცველი ზვიად დევდარიანი და საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, გუშინ კი ამ ამბავს რეესტრის ხელმძღვანელის პოსტი ემსხვერპლა. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია თანხმდება, რომ სექსუალური შევიწროებისთვის კანონმდებლობა შესამუშავებელია.  

ოპოზიცია ფიქრობს, კანონის მიღების შემდეგ აუცილებელია პარლამენტმა მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმებიც შეიმუშაოს, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს რეალური სასჯელი დაეკისროთ და კანონი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.

დღის ამბები