20 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
სპეცოპერაცია საბერძნეთში და დაკავებული ქართველები - მათ ე.წ. კანონიერ ქურდთანაც ჰქონდათ კავშირი

საბერძნეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციაში ბერძენ სამართალდამცველებთან ერთდ, ქართველებიც მონაწილეობდნენ. ბერძენმა სამართალდამცველებმა ოთხი ქართველის დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ოქროს სამკაულები, ძვირფასი საათები, ძვირადღირებული ნაკეთობები და ტექნიკა ამოიღეს.

მოპარული ნივთების საერთო ღირებულება ჯერ დათვლილია არაა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარი რამდენიმე ათეულ ათას ევროზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ე.წ. კანონიერ ქურდთანაც ჰქონდათ კონტაქტი, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ქართველებს ორგანიზებულ დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალ გზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ოთხივე დაკავებულს ბერძნული კანონმდებლობით გაასამართლებენ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები