20 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
"მებადურები ქვიშაში" - ვინსენტ ვან გოგის ცნობილი შედევრი აუქციონზე იყიდება

ვინსენტ ვან გოგის ცნობილი შედევრი აუქციონზე იყიდება. "მებადურები ქვიშაში " უკვე პარიზის აუქციონის სახლის საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი. 1882 წლით დათარიღებული შედევრი ვან გოგის მხატვრობის ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება.

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ლეგენდარულმა მხატვარმა ტილო ჰააგის გარეუბანში დახატა, მაშინ როდესაც საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და ზეთის საღებავების გამოყენება დაიწყო.

შედევრი ბოლო 8 წლის განმავლობაში ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში იყო გამოფენილი, თუმცა მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. საწყისი ფასი სამი მილიონი ევროა. ვარაუდობენ, რომ ვაჭრობისას ფასი 5 მილიონამდე გაიზრდება. აუქციონი პარიზში 4 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები