26 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში გასამარჯვებლად გიგი უგულავა იბრძოლებს

ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში გასამარჯვებლად "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იბრძოლებს. პარტიამ ცესკოში დასარეგისტრირებელი განაცხადი დღეს შეიტანა.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ და რაიონის განვითარებაში წვლილს შეიტანენ.

„ევროპულმა საქართველომ" დღეს წარადგინა გიგი უგულავას კანდიდატურა ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი მიზანია გამარჯვება და არა უბრალოდ მონაწილეობა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება იქნება პირველი ნაბიჯი იმ პროცესებისა , რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლისაკენ და საქართველო დადგება და დაუბრუნდება განვითარების გზას,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

დღის ამბები