23 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
"დროდადრო ჭორები იწყება... როგორ არ მოგბეზრდათ?! "- მინისტრები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე

მინისტრები მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა "კურიერს" სანდრო წყარო მთავრობის ადმინისტრაციიდან უდასტურებს, რომ უკვე გადაწყვეტილია პოსტიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გაშვება.

წყაროს ინფორმაციით, ალავიძეს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი, მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა საკადრო გადაადგილებების შესახებაც. "კურიერის" წყარო ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგემება პრიემერ- მინისტრის შეცვლა და რომ კვირიკაშვილი პოსტს ივლისამდე შეინარჩუნებს. თუმცა პოსტის დატოვება კიდევ რამდენიმე მინისტრს მოუწევს. 

აღნიშნულ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის მინისტრი ჭორს უწოდებს.

„დროდადრო მუდმივად რატომღაც ასეთი ჭორები იწყება და მერე გაუთავებლად არის ამაზე საუბარი და ერთი და იგივე შეკითხვებზე არის ერთი და იგივე პასუხები. როგორ არ მოგბეზრდათ?!,“-განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ თუკი პრემიერი გადაწყვეტის, რომ ის უნდა შეცვალოს მაშინ ის თანამდებობას დატოვებს.

„პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ შესაცვლელი ვარ შემცვლის,“-განაცადა მიხეილ გიორგაძემ.

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

„არ მაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია. არ ვადასტურებ აღნიშნულს თუ რამე ცვლილებები მოხდება გაიგებთ ალბათ,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერმაც. მან თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა სხვა დეტალებზე აღარ უსაუბრია.

ამავე თემაზე
დღის ამბები