16 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
400 ლარამდე პენსია - "ენმ" პენსიონერებისთვის ახალი საპენსიო კონცეფციის გაცნობას განაგრძობს

„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისთვის ახალი საპენსიო კონცეფციის გაცნობას განაგრძობს. შეხვედრებს პარტიის ლიდერები ამჯერად დედაქალაქში აგრძელებენ. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარამდე გაიზრდება.

ნიკა მელიამ დღეს საინფორმაციო ფლაიერები გლდანის, გიორგი ბარამიძემ კი საბურთალოს მცხოვრებლებს დაურიგა. პარტიის ლიდერებმა პენსიონერებს ახალი კონცეფცია პირადად გააცნეს.

„პენსია საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთანავე გახდება 400 ლარი. პირველ წელს 300 ლარი და შემდეგ 400 ლარი. დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ, რა წყაროთი და საიდან. ეს არ არის დაპირება დაპირებისთვის. პენსია ნაციონალურ მოძრაობას გაუზრდია 11-ჯერ და კიდევ მრავალჯერ ვაპირებთ ამ პენსიის გაზრდას და სამწუხაროა, რომ წელს "ქართული ოცნება" ერთი ლარითაც არ აპირებს პენსიის გაზრდას,“ - განაცხადა ნიკა მელია.

განცხადება გააკეთა „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა გიორგი ბარამიძემაც.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა პენსიის 400 ლარამდე გაზრდა იწვევს საზოგადოების ნამდვილ ინტერესს. ხალხი ინტერესდება საიდან შეიძლება ჯერ 300 ლარამდე გაზრდა და შემდეგ უკვე 400 ლარამდე,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები