25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს.

კომპანიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმეს. აღნიშნული თანხა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას,“ - განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იგორ ლეშუკოვმა.

დღის ამბები