20 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს

2 აპრილს ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში Elb-Philharmonie ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დაუკრავს.

ამ კონცერტით კი საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ დაიხურება.

ეროვნულ ორკესტრთან ერთად დაუკრავს გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილიც, შესრულდება გია ყანჩელისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები, ასევე გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების, Silver Sun პრემიერაც.

დღის ამბები