25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ციხეში 9 წელს და 10 თვეს გაატარებს

კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ციხეში 9 წელს და 10 თვეს გაატარებს. მოსკოვის სასამართლომ მას განაჩენი დღეს გამოუტანა.

კალაშოვს ბრალად ყაჩაღური თავდასხმების მოწყობა და დიდი ოდენობის ფულის გამოძალვა ედება. კანონიერი ქურდის საქმეში 14 კაცი ფიგურირებდა.

მათ შორის იყვნენ პროკურატურის მაღალჩინოსნებიც, რომლებიც კალაშოვს მოსყიდული ჰყავდა. კალაშოვი 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს და სამ პუნქტიანი ბრალი წაუყენეს.

დღის ამბები