25 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
საფრანგეთი რუსეთიდან ელჩების გაძევებას ელოდება 

საფრანგეთი რუსეთიდან ელჩების გაძევებას ელოდება - ამის შესახებ განცხადება, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ გააკეთა. 

ელჩმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

პასკალ მენიემ ასევე, აცხადებს, რომ ევროკავშირი საკუთარ მიწაზე დანაშაულის ჩადენას არ დაუშვებს.

საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა, ტერიტორიის დატოვება 4 რუს დიპლომატს მოსთხოვა. 

სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები აშშ-მა და ევროპის 27 ქვეყანამ გააძევა.

სკრიპალების საქმიდან დღემდე ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა, ჯამში, 150-მდე დიპლომატი გააძევეს.

დღის ამბები