19 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
98 %-ით შემცირებული მოხალისე-მასწავლებლების რაოდენობა - საქართველოს მასშტაბით დღეს მხოლოდ 34 უცხოელი პედაგოგია განაწილებული

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოხალისე მასწავლებლების რიცხვი 98%-ითაა შემცირებული. ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამა 2010 წელს დაიწყო. სასტარტო წელს ქვეყანაში 1500 უცხოელი მოხალისე-მასწავლებელი ჩამოვიდა. 2013 წლიდან კი, ჩამოსული უცხოელი პედაგოგების რაოდენობის მკვეთრი შემცირება დაიწყო. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 34 უცხოელი პედაგოგია განაწილებული.

განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით დაწყებულმა პროგრამამ, აზრი დაკარგა და ის ფაქტობრივად შეჩერებულია.

უსაფუძვლო და გაუგებარია განათლების სამინიტროს გადაწყვეტილება სფეროს სპეციალისტებისთვის. შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ პედაგოგების რაოდენობის 98%-იანი შემცირება პროგრამას არა ეფექტურს ხდის და აჩერებს. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ნაკისრ ვალდებულებას.

განათლების სამინისტროში უცხოუენოვანი პედაგოგების რიცხვის შემცირებას კრიტერიუმების ცვლილებას უკავშირებენ. თეა ვახტანგაძის განცხადებით, პროგრამის შეჩერება არ იგეგმება.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები