19 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
კარასინის განცხადება და ჟენევაში უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა - თბილისში მომავალი მოლაპარაკების სტრატეგიაზე მსჯელობენ

ჟენევაში უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ თბილისში მომავალი მოლაპარაკებების სტრატეგიაზე მსჯელობენ. ფორმატის შენარჩუნება და ძალის არგამოყენების პირობა რუსეთისგან - ეს არის მთავარი მიზნები, რომლებსაც საქართველომ პარტნიორებთან ერთად უნდა მიაღწიოს.

გრიგორი კარასინის განცხადება, რომ კვირიკაშვილის წერილი მოეწონა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას რეზოლუცია დაიწუნა, პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ერთ- ერთი ყველაზე რთული მოლაპარაკებების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მთავარია ოფიციალურმა თბილისმა გრიგორი კარასინს ჟენევის ფორმატის შეცვლის საშუალება არ მისცეს,

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსეთისთვის ხელსაყრელი დოკუმენტის ჩაგდება ოპოზიციის აქტიურობის შედეგია.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ივნისშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები