20 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით შსს-სთვის მიმართვიანობა გაორმაგებულია

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 855 პირი და 1402 გამოცემული შემაკავებელი ორდერი ბოლო 3 თვის განმავლობაში - შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. უწყებისთვის მიმართვიანობა გაორმაგებულია.

სამინისტრო ძალადობის მსხვერპლებს და იმ პირებს, ვინც ასეთ ინფორმაციას ფლობს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ელოდებიან რომ სამართალდამცავებისთვის მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

იმისთვის, რომ ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უფრო ეფექტური გახდეს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილების აუცილებლობაზე, საუბრობს უფლებადამცველი, ბაია პატარაია.

პარლამენტში ქალზე ძალადობის პრევენციისათვის ცვლილებების ახალი პაკეტი „ევროპულმა საქართველომ“ ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა. უმცირესობის ერთ-ერთი მოთხოვნაა, შემაკავებელი ორდერიც გამოწერის შემდეგ მოძალადე 48 საათით დააკავონ.

პარლამენტი უკვე განიხილავს ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ კანონპროექტს. დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მსხვერპლის მოთხოვნის მიუხედავად, პატრულს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ვალდებულება ეკისრება, ასევე, მოხდება იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვაც.

დღის ამბები