20 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
211 სკოლა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს - სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში

საქართველოს მასშტაბით 211 სკოლა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლებში შექმნილ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ცალკე თავი აქვს დათმობილი სახალხო დამცველის წლევანდელ საპარლამენტო ანგარიშში.

დოკუმენტი პარლამენტს სავარაუდოდ ხვალ გადაეგზავნება. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ სკოლას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.

ეკა მსხილაძის განცხადებით, ზოგ შენობაში სწავლა სახიფათოა და მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის საზიანო.

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში საჯარო სკოლის შენობა 14 წლის წინ დაინგრა. მას შემდეგ, 6 კლასის 53 მოსწავლე და 10 მასწავლებელი სოფლის კულტურის სახლის ყოფილ შენობაში დროებით გადაიყვანეს. შენობა არასტანდარტულია, არ აქვს საპირფარეშო და ბუფეტი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განათლების სამინისტროს ბოლო 4 წლის განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურით გამოყოფილი თანხა შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 35 %-ით შემცირდა.

ავტორი: ია გულიაშვილი, ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები