20 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
დედაქალაქის გენგეგმის განხილვა პოლიტიკური ბრალდებების ფონზე წარიმართა

დედაქალაქის გენგეგმის განხილვა პოლიტიკური ბრალდებების ფონზე წარიმართა. გენერალური გეგმის განხილვა პარლამენტის ბიბლიოთეკაში „სითი ინსტიტუტის“ ინიციატივით შედგა. 

თბილისის მერი, კახა კალაძე გენგეგმის განხილვას წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არ დაესწრო. გენგეგმის ავტორების არგუმენტები შეხვედრაზე კალაძის მოადგილეებმა მოისმინეს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მერიას გენგეგმის მიღებისკენ მოუწოდა.  

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ გენგეგმის განხორციელება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მერია გენგეგმას შინაარსობრივად განიხილავს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკურ ანგაჟირებაში დაადანაშაულა.

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაციები იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ისინი მერიის პოზიციებს გაიზიარებენ.

„დოკუმენტის მიღებით არ მთავრდება საქმე, დოკუმენტის მიღებით იწყება საქმის კეთება, ამიტომ, დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი და რა თქმა უნდა, შესრულებადი,“ - განაცხადა ვიცე მერმა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორი, მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ მერიის წარმომადგენლების მხრიდან დღეს გახმოვანებული ზოგიერთი შენიშვნა გენგეგმაში არ უნდა აისახოს.

„მერია სერიოზულად დაფიქრდა, როგორ განახორციელოს ეს და მას ჩვენი დახმარება ყველა ვარიანტში დასჭირდება, დაზუსტება. მოლოდინი მაქვს, დღევანდელმა შეხვედრამ ეს მოლოდინი გამიჩინა,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები