19 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
ხმაური სიღნაღის საკრებულოში - საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის სადაო საკითხი შეჩერებულია

სიღნაღის საკრებულოში თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის სადაო საკითხი შეჩერებულია, მანამდე კი ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საკრებულოს დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხელფასების გასაპროტესტებლად სიღნაღში ნიკა მელია ჩავიდა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხის გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელფასის ზრდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვისაც იგეგმებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საკითხი ხმაურიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა, დოკუმენტი შეცვალეს და სიაში მხოლოდ 6 რიგითი თანამშრომელი შეიყვანეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, სხდომა კი ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა.

დღის ამბები