19 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
დისკრიმინაციული საქმეები - "კოალიციამ თანასწორობისთვის“ ანგარიში წარადგინა

დისკრიმინაციული საქმეები, რომელიც სასამართლოებსა და სახალხო დამცველის ინტერესის ობიექტი გახდა - სამართალწარმოების პროცესებთან დაკავშირებით ანგარიში დღეს "კოალიციამ „თანასწორობისთვის წარადგინა.

საუბარია 2016-2017 წლების პერიოდის 60 საქმეზე. მათ შორის, ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციის შემთხვევაა, რომელსაც მოსდევს დისკრიმინაციის შემთხვევები სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნით.

ამავე ანგარიშში შესულია სექსუალური შევიწროების შემთხვევა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ შშმ პირთა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციასთან ერთად გამოიკვეთა უსახლკაროთა ჯგუფების დისკრიმინაცია.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კოალიციის ანგარიშის დახმარებით სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა მიღწევები და ხარვეზები დაინახოს.

დღის ამბები