25 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
ფოთში ოპოზიცია ახალი სამსახურის შექმნას აპროტესტებს

ფოთში ოპოზიცია ახალი სამსახურის შექმნას აპროტესტებს, სადაც 3 უფროსი და მხოლოდ ერთი სპეციალისტი დაინიშნა. ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურს ერთი უფროსი, უფროსის მოადგილე და განყოფილების ხელმძღვანელი ჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა. ოპოზიციის თქმით ახლადშექმნილი სამსახური სრულიად უფუნქციოა, რადგან ქალაქში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად გაზრდის ნაცვლად, მცირდება.

„ძალიან მწირი ბიუჯეტია ამ პირობებში, როდესაც გაჩაჩანაკებულია ქალაქი და ამბობენ, რომ ეს სამსახური აუცილებლად ინვესტორებს მოზიდავს, არის მტკნარი სიცრუე,“- განაცხადა ფოთის საკრებულოს წევრმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დარეჯან ცხვიტარიამ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზიარებენ. ფოთის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახური ჯერ ფორმირების პროცესშია.

 

დღის ამბები