25 აპრილი 2024,   01:39
ვრცლად
ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილ მეუღლეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ძიძა და ადვოკატი კი გირაოთი გაათავისუფლა

ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სასამართლომ ყოფილ მეუღლეს კიდევ ერთხელ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბენდელიანის ადვოკატი და ოჯახის ძიძა კი ამ ეტაპზე 5-5 ათასიანი ლარის გირაოს სახით არიან გათავისუფლებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რივერა ბენდელიანმა მეუღლეს, ყოფილი პროკურორ მილენა მათიაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეფონით გადაუღო და განქორწინების შემდეგ ის ადვოკატს გადასცა.

სამივე ბრალდებული ერთ პოზიციაზეა და ფიქრობენ, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ზეწოლით, პროცესზე წინასწარ დაწერილი განაჩენი გამოაცხადა.

ძიძა, რომელსაც მილენა მითაიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს, ადასტურებს, რომ ყოფილი პროკურორის მონაწილეობით კადრები Facebook-ზე მისი სახელითა და გვარით ნამდვილად გავრცელდა, თუმცა განმარტავს, რომ ეს ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად მილენა მითაიშვილმა ატვირთა.

ადვოკატის, ინგა არახამია მტკიცებით, ის პასუხისგებაში ისე მისცეს, რომ გამოძიებას არც კი დაუკითხავს.

მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი, რივერა ბენდელიანი საქართველოში არ იმყოფება. მას მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისთვის პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

საქართველოდან წასული ბრალდებული განმარტავს, რომ პროკურორი მითაიშვილი თანამდებობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა და ხშირად ემუქრებოდა.

 

დღის ამბები