16 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
საბავშვო ბაღები, სკოლები, სასტუმროები - ქვეყნის მასშტაბით 6 ათასი შენობა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს არ აკმაყოფილებს

საბავშვო ბაღები, სკოლები, სასტუმროები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - საქართველოს მასშტაბით 6 ათასი შენობა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს არ აკმაყოფილებს. ეს შედეგები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა. 

ზედამხედველობის სამსახურმა უკვე შეამოწმა თბილისის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. დარღვევები აღმოჩენილია საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ობიექტების შემოწმება თბილისში უკვე დაასრულა. სააგენტოში ამბობენ, რომ შემოწმებული 2500 შენობიდან ყველაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია თუმცა, აქედან მხოლოდ 400 არის ხანძარსაშიში და შესაბამისად, მათ დააკისრეს ფინანასური ჯარიმა, რომელიც 50-დან 200 ლარამდეა. ობიექტებს ექსპლუატაციის უფლება კი, მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე უწყდებათ. უწყების ხელმძღვანელი, კანონის გამკაცრებას ითხოვს.

კანონპროექტს მთავრობას გიორგი მღებრიშვილი უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე 6 ათას შენობაში ჩაატარა მონიტორინგი. მონიტორებმა დარღვევა თითქმის ყველა ობიექტზე აღმოაჩინეს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები