23 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, ქართულ ოცნებაში არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს.

მმართველი გუნდის დეპუტატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას გამოეხმაურა.

სხდომაზე ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც უმრავლესობის წევრებმა სხდომის დახურვა მოითხოვეს, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, არ დაეთანხმა, ქართული ოცნების დეპუტატებმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„იურიდიული კომიტეტის წევრებს შორის არის ამ საკითხზე მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხზე უნდა იქნას საუბარი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ამბობს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სრული თანხვედრაა, თუმცა, დეპუტატებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ, დახურულ სხდომებზე უნდა იხილებოდეს საკითხი თუ ღია ფორმატში.

დღის ამბები