16 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყევტილება მიიღო და ის აუცილებლად უნდა გადადგეს.

„ნათია გუდაძის მოხსნას მოვითხოვთ. ნათია გუდაძისნაირი დამღუპველი მოსამართლეები არ უნდა არსებობდნენ ქვეყანაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალს არ ვიპოვით, რომ იქ ყაჩღობა არ ყოფილა,“ - განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა.

აქციის მონაწილეები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

„არავის ვემუქრები, მაგრამ უბედურებას დავმართებ ჩემს თავსაც და სხვასაც, მოვითხოვ, რომ საქმეში ჩაიხედონ,“ - განაცხადა ზურა ქუთელიას მამამ, კობა ქუთელიამ.

დღის ამბები