24 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
მაიკ პომპეო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს დღეიდან ჩაიბარებს

მაიკ პომპეო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს დღეიდან ჩაიბარებს. საგარეო უწყებაში ახალ ხელმძღვანელს დღეს ელოდებიან.

დღემდე მაიკ პომპეო ცენტრალური დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მედიის ინფორმაციით, ის ძველ თანამშრომლებს უკვე გამოემშვიდობა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მაიკ პომპეო რექს ტილერსონს ჩაანაცვლებს, რომელიც დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ გაათავისუფლა, მიზეზად კი რიგ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, რექს ტილერსონი მუშაობას ტეხასის უნივერსიტეტში გააგრძელებს, სადაც მას ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზეს.

 

დღის ამბები