24 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
ვატიკანში ათი ათასობით ქრისტიანი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ვატიკანში ათი ათასობით ქრისტიანი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველები, მთელი მსოფლიოდან, წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბნენ და რომის პაპის ქადაგებას მოუსმინეს. პაპმა ფრანცისკემ წლევანდელი სააღდგომო მიმართვა მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს მიუძღვნა, მათ შორის ტერორიზმი, ჩრდილოეთ კორეისა და უკრაინის კრიზისები ახსენა და პოლიტიკოსებს სირიაში სისხლისღვრის დასრულებისკენ მოუწოდა.

მანამდე კი პაპმა ფრანცისკემ მთავარი სააღდგომო ლიტურგია წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა. ღვთისმსახურება პონთიფიკოსმა ჩაბნელებულ ტაძარში დაიწყო, სანთლები ბაზილიკაში ლოცვების წაკითხვის შემდეგ აანთეს, რაც სიბნელიდან ნათელში გადასვლის სიმბოლოა და ბიბლიის თანახმად იესო ქრისტეს მკვდრედით აღდგომას ნიშნავს.

ლიტურგიის დაწყებამდე წმინდა შაბათის საღამოს რომის პაპმა 8 ადამიანი მონათლა, მათ შორის ერთი არალეგალი ნიგერიელი მიგრანტი იყო.

დღის ამბები