სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფონზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვად მიიჩნევს. ამის შესახებ გევინ უილიამსონი სტატიაში წერს, რომელსაც "სანდეი ტელეგრაფი" აქვეყნებს.
რუსეთის ცივსისხლიანმა თავდასხმამ ბრიტანეთის მიწაზე აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინის სარაკეტო სისტემისა და ბირთვული იარაღის განვითარება სერიოზულ საფრთხედ უნდა აღვიქვათ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.
უილიამსონი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი მსოფლოს დესტაბილიზაციას და საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს და ამისთვის არამხოლოდ სარაკეტო და ბირთვულ სისტემას ავითარებს, არამედ იყენებს ჰიბრიდულ შესაძლებლობებს და თავხედურ კიბერ-თავდასხმებს აწყობს.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ სოლსბერიში მომხდარმა თავდასხმამ ყველა დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა მოსკოვი და ამ ფონზე ბრიტანეთმა და ნატომ ქვეყნის თავდაცვითი სისტემები მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს.