24 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
40-მდე დაზარალებული ოჯახი და თითქმის ნახევარმილიონიანი ზარალი - სოფელ ფერმის მოსახლეობა საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვს

40-მდე დაზარალებული ოჯახი და თითქმის ნახევარმილიონიანი ზარალი. მანანა მამედოვი ერთ-ერთია, რომელიც საკუთარ თანასოფლელებს თაღლითობაში ადანაშაულებს. გასული წლის სექტემბერში, აზიზ აღალიოღლიმ და აღალი გულიოღლიმ 10-მდე ძროხა მამედოვების ოჯახიდან ნისიად წაიყვანა, თუმცა 8 თვის შემდეგ არც თანხა და არც საქონელი არ დაუბრუნებიათ. 

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში 40-მდე დაზარალებული ოჯახია. ზარალის ოდენობა კი 400 ათას ლარზე მეტს აღწევს. 19 ოჯახის საჩივრის საფუძველზე უკვე რამდენიმე თვეა გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, აზიზ აღალიოღლის და აღალი გულიოღლის მფარველები ჰყავთ და გამოძიება სწორედ ამიტომ ჭიანურდება. სოფელი ფერმის მოსახლეობა საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალოვან უწყებებს აფრთხილებენ, რომ თანასოფლელებს პირადად გაუსწორდებიან.

აღალი გულიოღლი ბრალდებებს უარყოფს. ამბობს, რომ თვითონაც დაზარალებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 180-ე, თაღლითობის მუხლით უკვე 8 თვეა იძიებს. 

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები