19 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი - ოპოზიციის მიერ დასახელებულ ნინია კაკაბაძეს უმრავლესობა არგუმენტების გარეშე იწუნებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ნინია კაკაბაძე უკვე მეორედ ცდილობს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდეს. საქართველოს პარლამენტმა მის კანდიდატურას 2014 წლიდან დღემდე 5-ჯერ უყარა კენჭი და ყველა ჯერზე ჩააგდო.

„ქართული ოცნების“ დეპუტაცია ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურა "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა და საკანონმდებლო ორგანოში მომავალ სასესიო კვირას ის მეექვსედ უნდა განიხილონ. მხარდასაჭერად სულ 51 ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის თუნდაც ნაწილის თანხმობის გარეშე, მისი დამტკიცება შეუძლებელი გახდება.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურის ირგვლივ უპრეცედენტო კონსესუსია. მას მხარს უჭერს საქართველოს საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელი.

„ერთხელ მაინც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი არგუმენტს, რატომ აძლევენ ჩემს წინააღმდეგ ხმას,“ - აღნიშნავს კაკაბაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან სხილაძე ამბობს, რომ მისთვის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის მსგავსი კოლეგების შესვლა მნიშვნელოვანია.

 

 

დღის ამბები