20 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილ ავტომანქანებს მაღაროებამდე არ უშვებენ

ჭიათურაში, სოფლების შუქრუთის და ითხვისის მცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილ ავტომანქანებს მაღაროებამდე არ უშვებენ. მოსახლეობას პროტესტის ნიშნად, ამ დრომდე გადაკეტილი აქვს სოფლებთან მისასვლელი გზა.

მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი-ს“ მაღაროებსა და გამამდიდრებელი ფაბრიკას შორის მოძრავი მძიმე ტექნიკა სასოფლო გზებს აზიანებს. აქციის მონაწილეების თქმით, წინასაარჩევნოდ რაიონის გამგებელი მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა, არაფერი შეცვლილა.

აქციის მონაწილეებთან დღეს ჭიათურის მერიც მივიდა.

„ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის.

 

დღის ამბები