19 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ხვალ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავა

ხვალ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩადის. მისი ვიზიტის წინ, თურქეთმა რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე ფეტულა გიულენის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების ვერსიით, თავდასხმა, რომელსაც ანდრეი კარლოვი ემსხვერპლა, შესაძლოა გიულენის მიერ იყოს ორგანიზებული. რუსი დიპლომატი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში, ფოტო-გამოფენის დროს მოკლეს.

თურქეთის პროკურატურამ მაშინვე განაცხადა, რომ ელჩის მკვლელი ფეტულა გიულენს პირადად იცნობდა. ოფიციალური ანკარა ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორადაც ასახელებს.

 

დღის ამბები