24 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
„მეთანხმება ბევრი წევრი, რომ ზოგჯერ გადაიზრდება ეს რეალით შოუში,“ - სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის საბჭოს სხდომების შესახებ

„მეთანხმება ბევრი წევრი, რომ ზოგჯერ გადაიზრდება ეს რეალით შოუში,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის საბჭოს სხდომების საზოგადოებისთვის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ინიციატივა სხდომების დახურვასთან დაკავშირებით, სწორედ სერგო მეთოფიშვილს ეკუთვნის.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომები სულ უფრო ემსგავსება სატელევიზიო რეალითი შოუს.

„მეთანხმება ბევრი წევრი, რომ ზოგჯერ გადაიზრდება ეს რეალით შოუში და რას ვგულისხმობ გეტყვით. ანუ, რამდენიმეჯერ ერთი და იგივე მოსამართლე წევრმა, დავასახელებ, ეს არის ქალბატონი ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, გამოიტანა ერთი და იგივე საკითხი. ანუ ერთი და იგივე საკითხი გამოიტანა, როდესაც უკვე იმსჯელა საბჭომ, კიდევ ერთხელ ხელმეორედ გამოაქვს. რა მიზანს ისახავს? თვითონაც ვერ ახსნის,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

„ფაქტია, უკანასკნელ პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ყურადღება არის უფრო გაძლიერებული. საზოგადოებრივი განხილვების საგანი ხდება საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და ა.შ. რაც ძალიან კარგია, თუმცა ეს დისკომფორტს უქმნის საბჭოში წარმოდგენილ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს,“ - განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

დღის ამბები