20 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
81 წლის ასაკში ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე უინი მანდელა გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე უინი მანდელა გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ის მძიმედ ავადმყოფობდა.

უინი მანდელა მეუღლის მსგავსად აპარტეიდთან მებრძოლი აქტივისტი იყო და რამდენიმე წელი საპატიმროშიც გაატარა.

წყვილმა 1958 წელს იქორწინა. 1963 წელს კი ნელსონ მანდელა დააპატიმრეს. ციხეში მან 27 წელი გაატარა.

გათავისუფლებიდან 10 წელიწადში მანდელა მეუღლეს დაშორდა. უინი მანდელა სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრი იყო. 90-იან წლებში მას კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიც ეკავა.

დღის ამბები