20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ - "ოცნება" მარგველაშვილს ნარკორეალიზატორების მფარველობაში ადანაშუალებს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობამ ნარკორეალიზატორების მფარველობაში დაადანაშაულა. მიზეზად კი 2014 წელს პრეზიდენტის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძის შეწყალება დასახელდა.

შეწყალებიდან 4 წლის შემდეგ ქორიძე იმავე ბრალდებით დააკავეს. დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აიღოს.

ვანო ზარდიაშვილს შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხი არ მოუთხოვია მისივე თანაგუნდელისთვის. ირკვევა, რომ 2013 წელს გიორგი მარგველაშვილს ირაკლი ქორიძის შეწყალების თხოვნით, ეკა ბესელიამ მიმართა.

თავად ეკა ბესელია ადასტურებს, რომ წერილი პრეზიდენტს მართლაც გაუგზავნა თუმცა შეწყალების პასუხისმგებლობას ქვეყნის პირველ პირს აკისრებს.

დღის ბოლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ჩაერთო. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი, ირაკლი ქორიძისა და მისი მეუღლის ნათესაური კავშირების გამო შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მძიმე ბრალდებებზე დღეს პასუხი არ გაუცია. გიორგი მარგველაშვილმა ქართული ოცნების ახალ შეტევას დუმილით უპასუხა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები