25 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ივანიშვილის პროექტების მენეჯერი ირაკლი ქარსელაძე, ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან უწყებას უხელმძღვანელებს  

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი, რომელსაც ყოფილი პრემიერი საკუთარი პროექტების განხორციელებას ანდობდა, დღეიდან მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში გააგრძელებს. მაია ცქიტიშვილის პირველი საკადრო გადაწყვეტილება ასეთია: საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი და ივანიშვილის პროექტების მენეჯერი, ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს.

"პანორამა თბილისი" და ხეების გადატანის მასშტაბური პროცესი - დღემდე ირაკლი ქარსელაძე ბიძინა ივანიშვილის ამ პროექტებს ხელმძღვანელობდა. ყოფილი პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყების ხელმძღვანელად დანიშვნაში ოპოზიციას დიდი რისკებს ხედავს. 

დღის ამბები