25 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
"გვაქვს გონივრული ეჭვი რომ „RMG Gold“ შემოჭრილია ჩვენს ტერიტორიაზე“ - ინტერპარტიული ჯგუფი დმანისში ჩადის

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საყდრისში კიდევ ერთხელ გაემგზავრება. ინტერპარტიული ჯგუფი ადგილზე იმ ტერიტორიის ნახვას გეგმავს, რომელიც აუქციონზე იჯარით აიღეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ „RMG Gold“  უკვე მათ კუთვნილ ტერიტორიაზეა შეჭრილი. ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ საკუთარი ფართობის აზომვითი სამუშაოები თავად უზრუნველყონ.

“აუცილებლობა მოითხოვს , რომ დამოუკიდებელი ამზომველები ავიყვანოთ, რომლებიც დაადგენენ ზუსტად სად არის ეს 16 ჰა. გვაქვს სანდო წყაროდან ინფორმაცია, რომ ამ 16 ჰექტარს „RMG Gold“   წლების განმავლობაში უკანონოდ გამოიყენებდა. თუ დადასტურდა ეს ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია.

ჩვენ უკვე სამართლებრივი სტატუსის მატარებელი ვართ და გვაინტერესებს ყველა დეტალი, რომელიც არის ირიბად ან პირდაპირ დაკავშირებული ამ ტერიტორიასთან,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

„ახალი საქართველოს“ წევრის თქმით, იმის  მიუხედავად, რომ მათ არაერთი წერილი  მიწერეს შესაბამის უწყებებს, რათა დაედგინათ, ზუსტად რა ტერიტორია შედის მათ მფლობელობაში პასუხი არ მიუღიათ.

თამთა შამათავას თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელები ეჭვობენ , რომ „RMG Gold“  შემოჭრილია მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

„ძალიან ბევრი წერილი მივწერეთ სხვადასხვა უწყებას, მაგრამ პასუხი არ მოგვსვლია. უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა მიწა მოვიგეთ აუქციონზე და რამდენად არის დაცული ის ქონებრივად და უფლებრივად. გვაქვს გონივრული ეჭვი რომ „RMG Gold“ შემოჭრილია ჩვენს ტერიტორიაზე“-ამბობს თამთა შამათავა.

დღის ამბები