25 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიებით საერთაშორისო ფესტივალი კავკასია დაიხურა და ამავდროულად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა ოფიციალურად გაიხსნა.

ქალაქ ჰამბურგში, ელბის ფილარმონიაში, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა სრული შემადგენლობით პირველად დაუკრა.

კონცერტში მონაწილეობა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, დუდანა მაზმანიშვილმაც, მიიღო.

საღამოზე გია ყანჩელის და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების პრემიერაც გაიმართა.

დღის ამბები