24 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
შიმშილობის მეექვსე დღე - დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გიორგი შარაბიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს 

გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნით გლდანის ციხეში მსჯავრდებული გიორგი შარაბიძე უკვე მეექვსე დღეა, შიმშილობს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი შარაბიძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით გასამართლებული შარაბიძის წინააღმდეგ პოლიციელებმა ცრუ ჩვენებები მისცეს. ახალი მტკიცებულებებს რამდენიმე დღეში ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოს წარუდგენს და გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას მოითხოვს.

დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ, თუ სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტებს გაიზიარებს, დაადგენს, რომ საქმეში მტკიცებულებები გაყალბებულია. უკვე მეექვსე დღეა, ბრალდებული შარაბიძე გლდანის ციხეში შიმშილობს.

მსჯავრდებულის და ამტკიცებს, რომ დაკავებამდე გიორგი შარაბიძეს და მის უმცროს ძმას სამართალდამცველები ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ, მას შემდეგ კი შარაბიძემ ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხა, მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

ოჯახმა მუქარის შესახებ აცნობა სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც, თუმცა, როგორც შარაბიძეები ყვებიან, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

გიორგი შარაბიძის საქმეში დევს ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, ვერც ერთმა შემოწმებამ შარაბიძის ნარკოტიკულ საშუალებებთან შემხებლობა ვერ დაადგინა. 

გიორგი შარაბიძე გასული წლის 7 მარტს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები