25 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ზოგს ყიდულობს იაფად, ზოგს საერთოდ ითხოვს, რომ იჩუქოს - თამარ კორძაია ივანიშვილზე

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, არჩევანის ეთერში ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრობს.

თამარ კორძაიას თქმით, დმანისის გადარჩენის ფონდის დახმარებით შეძლეს რამდენიმე დარღვევის დაფიქსირება, როგორიცაა, მაგალითად,  საყდრისის მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანა.

თამარ კორძაიას თქმით, არსებობდა ეჭვები, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კერძო კომპანია სამუშაოებს ახორციელებდა, რომელიც RMG GOLD-ს ეკუთვნის.

თამარ კორძაია არაფორმალური მმართველის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.  

„აქაც სერიოზული ეჭვებია, რომ არაფორმალური მმართველის ინტერესებია, იქაც მთელი სანაპირო, ბათუმის სანაპირო, მწვანე კონცხი, ციხისძირი, ყველაფერი ამ ადამიანმა იყიდა. ზოგს ყიდულობს იაფად, ზოგს საერთოდ ითხოვს, რომ იჩუქოს,“ - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები