24 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
აქ არის ლაპარაკი სერიოზულ კორუფციაზე - სერგო რატიანი RMG GOLD-ის შესახებ საუბრობს

„2013-14-15 წლებში არის  სერიოზული კვლევები დადებული და არის აღმოჩენილი ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელიც ჰქონდა RMG GOLD-ს,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანი, RMG GOLD-ის შესახებ საუბრისას გადაცემა არჩევანში გააკეთა.

რატიანის  განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო ადასტურებს, რომ RMG GOLD-ს სახელმწიფოსთვის მიყენებული აქვს ზიანი და ამავდროულად, ის საყდრის გადასცემს მას.

რატიანი ქრონოლოგიურად იხსენებს RMG GOLD-ის შესახებ აღმოჩენილ დარღვევებს და შეცდომებს, რომელიც თავად სახელმწიფოს მიერ არის დაფიქსირებული.

„მნიშვნელოვანი დანაშაული არის ის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი წერს იმას, რომ ეს დარღვევა არსებობს, ამის შემდეგ გადის 2 წელიწადი, ფაქტობრივად, არაფერი არ ხდება, ეს უბრალოდ დევს თავისთვის პროკურატურაში, ვითომ რამე ხდება და ამ ფონზე RMG GOLD ითხოვს გაფართოებას,“ - განაცხადა რატიანმა.

რატიანი სერიოზუო კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს. 

„აქ არის ლაპარაკი სერიოზულ კორუფციაზე. მე გაჩვენებ, რომ გაქვს დარღვევები და შემდეგ მიდი,ს როგორც ჩანს, ვაჭრობა, ეს ფორმულაა,“ - განაცხადა მან. 

რატიანის განცხადებით, დღეს ყველა მხარე აღიარებს, რომ RMG GOLD არის დამრღვევი და ის სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. 

„ეს არის მთელი უბედურება, რომ ერთი მხრივ, ყველა აღიარებს იმას, რომ ხდება გარემოსადმი სერიოზული ზიანის  მიყენება და ამ ფონზე დღეს ვერ ვათქმევინეთ გარემოს დაცვის მინისტრს, რომ ეს არის სრულიად საკმარისი, რომ შეუჩერდეს ლიცენზია და არ მოხდეს გაფართოება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები