20 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ზღაპრებში გველეშაპი არაფორმალური მმართველია, არანაირი სტატუსი არა აქვს, მაგრამ ყველაფერს განაგებს და ასე ვართ ახლა - ნიკა ვაშაკიძე

„ყველა ხალხების ფოლკლორში არის ის სიუჟეტი, გველეშაპი რომ დაეპატრონება ქვეყანას და განკარგავს. სხვათა შორის, ის არაფორმალური მმართველია, არანაირი სტატუსი არა აქვს, არც მეფეა, არც ვეზირი, მაგრამ ყველაფერს განაგებს და ამ სიტუაციაში ვართ დღეს,“ - ეს განცხადება Iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკა ვაშაკიძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ნიკა ვაშაკიძე მოსახლეობას ერთიანი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების პარალელურად ყურადღება უნდა გამახვილდეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებზე.

„ფუნდამენტურად და კონცეპტუალურად არის გადასახედი ჩვენს ქვეყანაში ეროვნული სიმდიდრის და წიაღისეულის განკარგვის წესი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე,“ - განაცხადა ნიკა ვაშაკიძემ.

 

დღის ამბები