19 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
RMG GOLD, ხეების პრობლემა - ეს ყველაფერი არის შედეგი და არა მიზეზი - ბაჩუკი ქარდავა

„RMG GOLD, ხეების პრობლემა - ეს ყველაფერი არის შედეგი და არა მიზეზი,“ - ეს განცხადება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ქარდავას თქმით, მთელი სახელმწიფოს სისტემა ბიძინა ივანიშვილის გემოვნებასა და ნება-სურვილზეა მორგებულია.   

„RMG GOLD, ხეების პრობლემა - ეს ყველაფერი არის შედეგი და არა მიზეზი. მიზეზი არის ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ვართ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში, ცუდი კონსტიტუციაც კი არ მუშაობს. სახელმწიფო რა არის? არის მოქალაქეები, არის ხელისუფლება, არის გარკვეული სამოქალაქო სექტორი და ა.შ. მთელი ეს სისტემა. ჩვენ გვყავს ადამიანი ქვეყანაში, რომელიც არის ამ სისტემის გარეთ, მაგრამ მართავს მთლიანობაში ამ სისტემას და  ამ სისტემას თავის საკუთრებად მიიჩნევს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

დღის ამბები