25 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ჩვენთან ხალხი კი არა, მილიარდებია ხელისუფლების წყარო - ზურაბ ხარატიშვილი

„ჩვენთან ხალხი კი არა, მილიარდებია ხელისუფლების წყარო,“ - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს ემსახურება.

„ხის გადატანა აჩვენებს, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებს ეწირება მთელი სახელმწიფოს მექანიზმი... ის, რომ მთელი ხელისუფლება ბატონყმური მორჩილებით, ბატონყმური ვერტიკალით, დღეს დამახასიათებელია რუსული ხელისუფლებისთვის, ზუსტად მისი კოპირებული ხელისუფლების სისტემა მუშაობს,“ - განაცხადა ხარატიშვილმა.

დღის ამბები